რუსთავის ცენტრალური ("ფოლადი") სტადიონი აშენდა 1948 წელს. სტადიონი გათვლილი იყო 10 720 მაყურებელზე. 1985 წელს სტადიონს ჩაუტარდა პირველი რეკონსტრუქცია. 2009 წელს კი ჩატარდა მეორე რეკონსტრუქცია (როცა ხის სკამები ჩანაცვლდა პლასტმასის ინდივიდუალური სკამებით), რის შედეგადაც "ფოლადის" სტადიონის ტევადობა გათვლილია 4000-მდე მაყურებელზე.