პირველი საფეხბურთო გუნდი ("მეტალურგი") დაარსდა 1949 წელს. აქედან მოყოლებული 1990 წლამდე, "მეტალურგი" მონაწილეობას იღებდა იმდროინდელ საქართველოს პირველობაზე და ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში (II ლიგის გათამაშებაში).
რუსთავის "მეტალურგი" ოთხჯერ (1959, 1974, 1979 და 1984 წლებში) გახდა საქართველოს ჩემპიონი; 1974 წელს კი, "მეტალურგმა" საბჭოთა კავშირის მასშტაბით მიაღწია წარმატებას, როცა "მილიონთა თასი" მოიგო!
1990 წლიდან სახელწოდებაშეცვლილი რუსთავის გუნდი ("გორდა") საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთო და 2015 წლამდე, მეტ-ნაკლები წარმატებით გამოდიოდა.
ამ პერიოდში გუნდი ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი (2007 და 2010 წლებში); ერთხელ იყო ვერცხლის პრიზიორი (2012) და ოთხჯერ - ბრინჯაოს პრიზიორი (1990, 1992, 2009 და 2011 წლებში); 2010 წელს გუნდმა საქართველოს სუპერთასი მოიპოვა, 1994 და 2009 წლებში კი, საქართველოს თასის ფინალში იასპარეზა.
1990 წლიდან 2015 წლამდე, რუსთავის გუნდს სახელწოდება რამდენჯერმე შეეცვალა:
შენიშვნა: 2014/15 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, ფინანსური პრობლემების გამო, საფეხბურთო კლუბი "მეტალურგი" გამოცხადდა ბანკროტად და კლუბმა ფუნქციონირება შეწყვიტა. თუმცა, რუსთავი უფებურთოდ დიდხანს არ დარჩენილა: 2015 წლის 3 ივლისს დაფუძნდა ახალი საფეხბურთო კლუბი - "რუსთავი".
` 2015/16 წლების სეზონში "რუსთავს" დებიუტი ჰქონდა პირველ ლიგაში. მომდევნო სეზონში (გარდამავალ ჩემპიონატში) "რუსთავმა" პირველ ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა და ეროვნული ლიგა 2-ის საგზური მოიპოვა. 2017 წლის სეზონში კი, "რუსთავი" ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა და რანგით უმაღლეს ლიგაში აღზევდა! დღიდან დაარსებისა დღემდე, "რუსთავს" ასეთი შედეგები ჰქონდა: